ბიძინას "ოცნება" აგონიაშია - ხაზარაძე კობახიძის ღია წერილზე

13.05.25 13:04
ბიძინას "ოცნება" აგონიაშია - ხაზარაძე კობახიძის ღია წერილზე

"ბიძინას “ოცნება” აგონიაშია, კობახიძეს ღია წერილებს აწერინებს მას მერე, რაც ორბანმა არ გაუმართლა და ე.წ. ვიცე-პრემიერს ამერიკაში არავინ შეხვდა" - ასე ეხმაურება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ირაკლი კობახიძის მიერ დონალდ ტრამპისთვის და ჯეი დი ვენსისთვის მიწერილ ღია წერილს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი მარიონეტები "დიფსთეითს" იმის ფონზე "ებრძვიან", როდესაც საქართველოში რეჟიმს ყველა დემოკრატიული ინსტიტუცია მიტაცებული აქვს და ქვეყანას კომუნისტური, მასიური კორუფციული სისტემით მართავს. 

ბიძინას “ოცნება” აგონიაშია, კობახიძეს ღია წერილებს აწერინებს, მას მერე რაც ორბანმა არ გაუმართლა და ე.წ ვიცე-პრემიერს ამერიკაში არავინ შეხვდა. თუ სადმეა “დიფსთეითი” ეს ბიძინა და მისი მარიონეტები არიან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. 
ამერიკის “დიფსთეითს”ებრძვის, თურმე, ბიძინა, რომელსაც ქვეყნის ყველა დემოკრატიული ინსტიტუცია მიტაცებული აქვს, მოპარული აქვს არჩევნები და ქვეყანას კომუნისტური, მასიური კორუფციული სისტემით მართავს.
მალე დამთავრდება ეს მარაზმი ქვეყანაში, ვერ დაალაგეთ და ვერც დაალაგებთ ვერავისთან! ქვეყანა იზოლაციაში მოაქციეთ და განვითარების პერსპექტივა დაუკარგეთ.
ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ეს არის პოლიტიკური გადატვირთვის ერთადერთი გზა!"- წერს მამუკა ხაზარაძე. 

ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა - როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები