თურქეთში ქართველ ქალს ყელი 2 ათასი დოლარის გამო გამოჭრეს

23.03.21 17:18
თურქეთში ქართველ ქალს ყელი 2 ათასი დოლარის გამო გამოჭრეს

თურქეთის ქალაქ სტამბულში ახალგაზრდა ქართველი  ქალი  2 ათასი დოლარის გულისთვის მოკლეს. ინფორმაციას გარდაცვლილის ოჯახი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, თავდამსხმელებმა 25 წლის ქალის მკვლელობის შემდეგ მისი სახლიდან სწორედ ეს თანხა წაიღეს. სტამბოლში საქართველოს  მოქალაქის ყელგამჭრილი ცხედარი გუშინ ნახეს. თურქული მედიის ცნობით, სადისტურ  მკვლელობას წინ შეირაღებული თავდასხმა უძღოდა,  თავდამსხმელები თავდაპირველად  იმ საცხოვრებელ ბინაში შევიდნენ , სადაც საქართველოს მოქალაქე პაკისტანელ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.თავდამსხმელებმა ქალს ყელი გამოჭრეს, მისი ქმარი კი მძიმედ დაჭრეს. მას დაზიანებული აქვს არტერია და გადარჩენის მინიმალური შანსი გააჩნია. საზარელი მკველობის შესახებ მშობლებმა  ინტერნეტით შემთხვევით გაიგეს,  

გარდაცვლილის ოჯახს  საკონსულოდან ცოტა ხნის წინ დაუკავშირდნენ და აუხსნეს, რა პროცედურები უნდა გაიარონ ცხედრის მისაღებად.