სუს-ი კალაძის კადრებზე ნადირობას იწყებს - ოპოზიცია პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს

23.03.21 17:23
სუს-ი კალაძის კადრებზე ნადირობას იწყებს - ოპოზიცია პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს

ქრთამის აღების ფაქტზე დედაქალაქის მერიის კიდევ ერთი თანამშრომლის დაკავებას ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ჩხარტიშვილი კახი კალაძის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს. ჩხარტიშვილის თქმით, კალაძეს ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირება აქვს და ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ საჭირო მომენტში მან ბერა ივანიშვილს მხარდაჭერა არ გამოუცხადა. 

ოპოზიციის წევრი, არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება დედაქალაქის მერის დასაჭერად ნიადაგს ამზადებდეს. 

კახა კალაძეს რომ დაპირისპირება ქვს ბიძინა ივანიშვილთან ერთი კონკრეტული ფაქტიც ადასტურებს, რომ მან ბერა ივანიშვილთან ერთად არ გამოდო ფოტო მაშინ, როდესაც ეს ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი იყო  ბიძინა ივანიშვილისთვის და კალაძემ მხარდაჭერა მას არ გამოუცხადა. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ მის წინააღმდეგ ამზადებდნენ კონკრეტულ ნიადაგს რომ კალაძეც მოხვდეს იქ, სადაც მისი კოლეგები ხვდებიან ნელ-ნელა რიგითობის მიხედვით, თუმცა ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის კლანებს შორის დაპირისპირება და ამასობაშ ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ კარზე სუსტდება კალაძის გავლენები, - ამბობს ჩხარტიშვილი. 

ლევან ჩხარტიშვილი დედაქალაქის მერიაში არსებულ კორუფციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ უნდა დაისაჯონ არა მხოლოდ რიგითი თანამშრომლები, არამედ, მაღალი თანამდებობზე მყოფი პირებიც. 

კალაძის მერია არის კორუმპირებული, კორუფციაშია ყელამდე და მნიშნელოვანია როგორც, ასე ვთქვათ, რიგითი თანამშრომლების მხილება კორუფციაში, ასევე მაღალი თანამდებობის პირებისაც, რომლების გარეშეც კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება არის შეუძლებელი, - ამბობს ჩხარტიშვილი. 

ქრთამის აღების ბრალდებით სუსმა მერიის კიდევ ერთი თანამშრომლი  დააკავა. მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი სამართალდამცველებმა რამდენიმე საათის წინ აიყვანეს .სუსი ირმწუნება რომ ლაშა ქობულაშვილი   აფრიკის დასახლებაში  უკანონო მშენებლობებს მფარველობდა და   სანაცვლოდ მოქალქეს    ქრთამის სახით 2500 ლარი გამოართვა.კახი კალაძის თანამშრომელს  6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

არსებული ინფრომაციით, დედაქალაქის მერიაში სეპცოპერაციასთან დაკავშვირებით დამატებითაი განმარტებები გაკეთდება.