"კანონიერი ქურდის" ძმის მკვლელობა - ცნობილია, რას ითხოვს ლევან ჯანგველაძის ოჯახი
"კანონიერი ქურდის", მერაბ ჯანგველაძის ძმის მკვლელობა - როგორც მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე "პირველებთან" ამბობს, დაზარალებული მხარის ინტერესს არა მხოლოდ გელა უძილაურის დაკავება, არამედ მკვლელობის დამკვეთზე გასვლა წარმოადგენს.
უფლებადამცველი ამბობს, რომ ლევან ჯანგველაძის ოჯახს ასევე სურს, გამოძიებამ დაადგინოს ყველა ის პირი, რომლებიც ბრალდებულ უძილაურს დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდნენ.
ტარიელ კაკაბაძის თქმით, გამოძიება მკვლელობის დამკვეთამდე მაშინ გავიდოდა, თუ უძილაურს ცხელ კვალზე დააკავებდა, მანამ, სანამ ის ქალაქს დატოვებდა და დანაშაულის იარაღს გადამალავდა.
გამოძიება დამკვეთამდე გავიდოდა იმ შემთხვევაში, თუ მკვლელობის ჩამდენი პირი დაკავებული იქნებოდა უკვე მაშინ, როცა ეს ადამიანი იმყოფებოდა ქალაქში და სანამ ის ქალაქს დატოვებდა. რა თქმა უნდა, როდესაც მან ქალაქი დატოვა, მან შემდეგ უკვე მოახერხა იარაღის დამალვა, მან ასევე მოახერხა ტელეფონის დამალვა, იმ ტელეფონის დამალვა, რომლითაც ის ემესიჯებოდა და კომუნიკაცია ჰქონდა სხვადასხვა პირებთან, რომლებიც სავარაუდოდ, დანაშაულის თანამონაწილენი არიან. მოგეხსენებათ, რომ შემთხვევა მოხდა ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას, კამერების თვალწინ და მიმაჩნია, რომ ეფექტური, კვალიფიციური მუშაობის შედეგად უნდა მოხმდარიყო ამ ადამიანის ცხელ კვალზე დაკავება. პირი, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით, გასროლა განახორციელა არის დაკავებული, თუმცა, ჩვენი ინტერესის საგანი მხოლოდ ეს ადამიანი არ არის. დაზარალებულის ინტერესის საგანი არის არა ის, რომელმაც უშუალო გასროლა ჩაიდინა, არამედ არის ის ადამიანი, ვინც შეუკვეთა მკვლელობა და არიან ის ადამიანები, ვინც ამ ადამიანს ამ დანაშუალის ჩადენაში ეხმარებოდნენ", - ამბობს ტარიელ კაკაბაძე.
ასევე ნახეთ:
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და მიაგნო ოქროს მოწმეებს.
- TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისმა გასულ შაბათს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკველობამდე გადაღებულ კადრები გაასაჯაროვა, რომელიც 14 მარტს ვერეს ხეობაშია გადაღებული. ჩანაწერში სავარაუდო ქილერის, გელა უძილაურის გადაადგილებაა ასახული.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ვიდეოკადრები აჩენს ვარაუდს, რომ ქილერი მარტო არ მოქმედებდა და ამ ტერიტორიაზე მისთვის დანაშაულის იარაღის გადასაცემად სამალავი იყო მოწყობილი.
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 16 აპრილს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.