ექსკლუზივი: თბილისის ვიცე მერი გიორგი ტყემალაძე იქნება

21.05.25 14:13
ექსკლუზივი: თბილისის ვიცე მერი გიორგი ტყემალაძე იქნება

თბილისის ვიცე მარი გიორგი ტყემალაძე იქნება -  ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" არაერთმა გავლენიანმა წყარომ დაუდასტურა. 

გიორგი ტყემალაძე 2021 წლიდან დღემდე  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის VII  მოწვევის საკრებულოს  თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

ვიცე-მერის კანდიდატურა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პოსტიდან ირაკლი ხმალაძე წავიდა. 

არაერთ სკანდალში გახვეული ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

საკადრო ცვლილებებს მერიაში წინ უძღოდა "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიება.

"შაბათის ეთერისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 362 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი და უზარმაზარი ეზო ბეთანიაში კახა კალაძის მარჯვენა ხელს, თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს ეკუთვნის, რომელმაც ქონება ყოფილი თანამშრომლის სახელზე გააფორმა. 

განახლება: 

"პირველების" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე იქნება თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოფიციალურად დაადასტურა. 

მან გიორგი ტყემალაძეს წარმატება უსურვა.

„ვიცე-მერის პოსტზე მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება, ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია. ის წლებია ჩართულია ყველა იმ საქმიანობაში, რასაც ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა ჰქვია. მინდა წარმოგიდგინოთ გიორგი ტყემალაძე. ის ორი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გახლავთ. ყველა პროექტი, რაც ხორციელდება და გაკეთდა დედაქალაქში, რა თქმა უნდა, საკრებულოს და უშუალოდ გიორგის მონაწილეობით განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, მისი კვალიფიკაცია, მისი ჩართულობა, დაგვეხმარება და გავაგრძელებთ იმ წამოწყებულ მნიშვნელოვან საქმეებსა და პროექტებს. მინდა მას წარმატება ვუსურვო ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ მომდევნო წლებისთვის ჩვენი ქალაქისთვის, რომლის შესახებაც ეტაპობრივად მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას. გიორგიმ კარგად იცის თვითმმართველობას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები