ეს ასე ჩავარდნილი გუშინ არ იყო! ცეცხლს ვეთამაშებით! - თეა გოდოლაძე
სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ვაშლიჯვარში მეწყერის არეალის გაზრდის შესახებ საკუთარ დაკვირვებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ მაჭავარიანის ფერდობზე მიწა გუშინდელთან შედარებით უფრო დაიბზარა.
ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ფერდობზე ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის გზის მშენებლობა მიმდინარეობს, სპეციალისტები არსებულ მონაკვეთზე მეწყერის საშიშროების შესახებ საუბრობენ. ისინი აცხადებენ, რომ მეწყერი მოქმედებაშია მოსული და ყოველ წამს შესაძლებელია, თბილისს ეკოლოგიური კატასტროფა დაემუქროს.