ჩაკეტილია 22 სოფელი, გზის გაწმენდის სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა - ბოლო ინფორმაცია გუდამაყრიდან

23.03.21 18:20
ჩაკეტილია 22 სოფელი,  გზის გაწმენდის სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა - ბოლო ინფორმაცია გუდამაყრიდან

გუდამაყრის ხეობაში, სადაც კლდე ჩამოიშალა გზის გაწმენდის სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. 
ტვ. პირველის კორესპოდენტის ცნობით, ნაშალმა კლდემ ჩახერგა საავტომობილო გზა, რის გამოც ხეობის 22 სოფელი გარესამყაროს მოწყდა.
ადგილობრივების თქმით, არის საშიშროება რომ მთლიანად მთა დაიძრას. 
კლდის ნაშალი ფენა გუდამაყრის ხეობის მესამე კილომეტრზე ჩაიკეტა, შესაბამისად, ხეობის ყველა დასახლებული პუნქტი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
ბოლო ინფორმაციით, ხეობაში ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა.