გიორგი ბაჩიაშვილის სკანდალური განცხადება დაკავებამდე - რას ამბობენ "ოცნებაში"
გიორგი ბაჩიაშვილის სკანდალური ინტერვიუ "The Guardian"-თან - მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა მმართველმა ბრიტანულ გამოცემასთან მისი ლიკვიდაციის საფრთხეზე ღიად ისაუბრა, ადვოკატები ბიზნესმენის სიციცხლის დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ.
ბაჩიაშვილის უცხოელმა ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ წამების საფრთხე ემუქრება.
რამდენად რეალურია საფრთხე - "პირველებმა"კითხვები "ოცნების" წევრებს დაუსვა.
გია ვოლსკი ირწმუნება, რომ საქართველოში არავის აწამებენ და არავის წამლავენ. "ოცნების" წევრი ამტკიებს, რომ "ბაჩიაშვილი არავის აინტერესებს".
ვოლსკი ამტკიცებს, რომ შესაძლოა, ბაჩიაშვილი "ოცნების" მოწინააღმდეგებმა მოწამლონ, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი დააზიანონ.
საქართველოში არავის არ წამლავენ, საქართველოში არავის არ აწამებენ და საქართველოში სიცოცხლეს არავის არ ართმევენ. ეხლა, ამათ აქვთ პოლიტიკური იდეა, რომ როგორმე ადამიანები დაარწმუნონ, რომ როგორმე ვინც არ იცის საქართველოში რა ხდება, რომ აქ შესაძლებელია, დასაშვებია, რომ ვიღაც მოწამლონ მითუმეტეს თუ ბიძინა ივანიშვილთან აქვს სასამართლო დავა. სულ არ აინტერესებს არავის ბაჩიაშვილი.
ცხოვრება, პირიქით მე მგონი, რომ დაცვა უნდა გავუძლიეროთ, რომ თავად არ მოწამლონ და არ გააკეთონ ისეთი, რამ რომ, როგორმე საქართველოს დაარტყან და მის ავტორიტეტს დაარტყან", - ამბობს გია ვოლსკი.
- ბაჩიაშვილის შესახებ ბოლო საჯარო განცხადებაში მისი ადვოკატი, რობერტ ამსტერდამი „ორი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოებზე დაყრდნობით“ ამბობდა, რომ ბაჩიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
დაკავებამდე გიორგი ბაჩიაშვილმა „გარდიანთან" „მკვლელობის შეკვეთაზე“ ისაუბრა - გამოცემამ გუშინ (The Guardian) 26 მაისს გამოაქვეყნა ჟურნალისტის, დენიელ ბოდის სტატია, შემდეგი სათაურით: „ვიცოდი, რომ ციხეში მოვკვდებოდი - როგორ აღმოჩნდა მიმალვაში საქართველოს დე-ფაქტო მმართველის მარჯვენა ხელი“.
ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი The Guardian-თან ამბობს, რომ მისი ვარაუდით, „მკვლელობის ბრძანება“ ივანიშვილის გაცემული არ არის და არც ამის უკან დგას - "თუ ივანიშვილს მკვლელობას „შეტენიან“, მაშინ გაცილებით ნაკლები შანსი იქნება იმისა, რომ ივანიშვილს აშშ-სთან ნორმალური დიალოგი ჰქონდეს"