გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ წამების საფრთხე ემუქრება - Amsterdam & Partners
გიორგი ბაჩიაშვილს 2025 წლის 26 მაისს საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ წამების რისკი ემუქრება, - ამის შესახებ საერთაშორისო იურიდიული ფირმის, Amsterdam & Partners-ის განცხადებაშია აღნიშნული.
- Amsterdam & Partners საერთაშორისო იურიდიული გუნდია, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის უფლებებს იცავს.
გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის 26 მაისს საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ წამების უშუალო რისკის წინაშე დგას. ბატონი ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურიდიული გუნდი გამოიყენებს ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რათა საქართველო პასუხი აგოს ბატონი ბაჩიაშვილის საქმეში მის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებებისთვის, გააპროტესტოს საქართველოში სამართლიანობის მიმდინარე დამახინჯება და მოითხოვოს ანაზღაურება ბატონი ბაჩიაშვილის თვითნებური დაკავებისა და არასათანადო მოპყრობისთვის.
რობერტ ამსტერდამის თქმით, ბაჩიაშვილი გამუდმებით პოლიტიკური დევნის კამპანიის სამიზნეა, რომელსაც „საქართველოს დე ფაქტო მმართველი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს“.
ბატონი ბაჩიაშვილის საქართველოში იძულებითი დაბრუნება დღეს მას თვითნებური დაკავების, იძულებითი დაკითხვისა და არასათანადო მოპყრობის უშუალო რისკის ქვეშ აყენებს - ამბობს რობერტ ამსტერდამი. მისი თქმით, საფრთე რეალურია.
მე უმკაცრესად ვგმობ შიდა და საერთაშორისო სამართლის მიმდინარე ინსტრუმენტალიზაციას და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის მექანიზმების ბოროტად გამოყენებას საქართველოს დაუნდობელ მცდელობებში, დააპატიმროს ჩემი კლიენტი ხელისუფლების წინაშე სიმართლის თქმის გამო“.
ბაჩიაშვილი იყო პოლიტიკური დევნის ინტენსიური კამპანიის სამიზნე, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს დე ფაქტო მმართველი. საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები ბატონი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ, მათ შორის უაზრო და ვადაგასული ბრალდებები, რომლებიც ათწლეულის წინ ლეგიტიმურ ბიზნეს საქმიანობას ეფუძნება, ასახავს სასამართლო სისტემის სისტემურ გამოყენებას პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად. ბატონი ბაჩიაშვილის საქართველოში იძულებითი დაბრუნება დღეს მას თვითნებური დაკავების, იძულებითი დაკითხვისა და არასათანადო მოპყრობის უშუალო რისკის ქვეშ აყენებს.
საფრთხე რეალურია. გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა მოიხსენია „მრავალი და თანმიმდევრული ბრალდება“ ქართველი სამართალდამცავი ორგანოების მიერ წამების შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ გამოიტანა გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის გამო. ხოლო ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT) თავის 2018 წლის საჯარო ანგარიშში გააფრთხილა საქართველოში დაკავების დროს ცემის, იძულებითი დაკითხვისა და არასაკმარისი დაცვის მექანიზმების მუდმივი შემთხვევების შესახებ. ეს შეშფოთება განსაკუთრებით მწვავეა პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებში, როგორიცაა ბატონი ბაჩიაშვილის საქმე, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა მთლიანად კომპრომეტირებულია.
ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქართველოში წარმოებული სასამართლო პროცესები თავისთავად წარმოადგენს სათანადო პროცესის ძირითადი სტანდარტების დარღვევას. ისინი უფრო ფართო ნიმუშის ნაწილია, რომლის დროსაც პოლიტიკურად დაკავშირებული პროკურორები და მოსამართლეები გამოიყენება რეჟიმის სავარაუდო ოპონენტების გასაჩუმებლად და გავლენის დამოუკიდებელი ცენტრების დასაშლელად.
საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პასუხისმგებლობას დააკისრებს ბატონი ბაჩიაშვილის უფლებების ყველა დარღვევისთვის. საქართველომ უნდა შეასრულოს სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და ბატონი ბაჩიაშვილის და პოლიტიკური მოტივით დევნის წინაშე მყოფი სხვა პირების ფუნდამენტური უფლებების დაცვის ვალდებულებები",- აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატი.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველი გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ დღეს დილით სუსმა გაავრცელეს.