„ვიცოდი, რომ ციხეში მოვკვდებოდი" - რაზე ისაუბრა დაკავებამდე "The Guardian"- თან გიორგი ბაჩიაშვილმა
დაკავებამდე გიორგი ბაჩიაშვილმა „გარდიანთან" „მკვლელობის შეკვეთაზე“ ისაუბრა - გამოცემამ გუშინ (The Guardian) 26 მაისს გამოაქვეყნა ჟურნალისტის, დენიელ ბოდის სტატია, შემდეგი სათაურით: „ვიცოდი, რომ ციხეში მოვკვდებოდი - როგორ აღმოჩნდა მიმალვაში საქართველოს დე-ფაქტო მმართველის მარჯვენა ხელი“.
ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი The Guardian-თან ამბობს, რომ მისი ვარაუდით, „მკვლელობის ბრძანება“ ივანიშვილის გაცემული არ არის და არც ამის უკან დგას - "თუ ივანიშვილს მკვლელობას „შეტენიან“, მაშინ გაცილებით ნაკლები შანსი იქნება იმისა, რომ ივანიშვილს აშშ-სთან ნორმალური დიალოგი ჰქონდეს"
- ბაჩიაშვილის შესახებ ბოლო საჯარო განცხადებაში მისი ადვოკატი, რობერტ ამსტერდამი „ორი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოებზე დაყრდნობით“ ამბობდა, რომ ბაჩიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
„[ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებმა] მითხრეს, რომ განა უბრალოდ რისკს ხედავენ, არამედ იციან, რომ ეს [ჩემი მკვლელობის] ბრძანება გაცემულია.
ვშიშობ, ეს [ბრძანება] შეიძლება მოდიოდეს საიდუმლო სამსახურებისგან ან რომელიმე ქვეყნის გარკვეული ძალებისგან, რომელთაც სურთ ივანიშვილის უფრო დასუსტება. თუ მას მკვლელობას „შეტენიან“, მაშინ გაცილებით ნაკლები შანსი იქნება იმისა, რომ ივანიშვილს აშშ-სთან ნორმალური დიალოგი ჰქონდეს, ან ის უფრო მეტად წამოეგება ანკესზე“, - უთხრა მან ბრიტანულ გამოცემას.
გიორგი ბაჩიაშვილი ასევე საუბრობს ბიძინა ივანიშვილის პიროვნების შესახებ, მის ექსტრაორდინარულ ჰობებზე, ზებრების, ფარშევანგების და სხვა ეგზოტიკური ცხოველების კოლექციაზე, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ასწლოვანი ხეების საქართველოში გადმორგვაზე.
მისი თქმით, ივანიშვილი ხეებს სასიცოცხლო ენერგიის წყაროდ მიიჩნევს.
„რაღაცას თუ არ ფლობს, ისე ვერ შეიყვარებს. ეს არის მისი მსოფლმხედველობა... ის შეპყრობილი იყო საკუთარი მოკვდავობით... იგი ატარებს უამრავ ექსპერიმენტულ, გიჟურ პროცედურას, როგორიცაა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და ეს „ვუდუ“ რაღაცები [ცრურწმენები]. ერთი ასეთი „ვუდუ ოსტატი“, იულია კრუშანოვა, მასთან ცხოვრობს“,- თქვა ბაჩიაშვილმა.
გიორგი ბაჩიაშილი საუბრობს გაქცევის გეგმაზეც:
- თვეების განმავლობაში ის კახეთში მოგზაურობდა, რითაც მასზე მოთვალთვალე სპეცსამსახურებს არწმუნებდა, რომ ეს მისი ჩვეული რუტინა იყო;
- 2 მარტს მან მძღოლსა და დაცვის წევრს უთხრა, რომ სურდა კახეთში წასვლა, თუმცა შუა გზაში მანქანიდან ჩამოვიდოდა ჟურნალისტთან შეხვედრის მიზნით - ერთი-ერთზე, საიდუმლოდ;
- „მანქანიდან ჩამოვხტი, „კუდი“ საკმაოდ შორს იყო, კუთხის უკან, შენობა გავიარე და ჩავჯექი მანქანაში, რომელიც იქ მელოდებოდა“, - ამბობს ბაჩიაშვილი;
- მისი თქმითვე, მობილური ტელეფონი იმ ავტომობილში, ჩანთაში დატოვა, რომ ამგვარად აერია კვალი.
„გარდიანი“ არ წერს, სად შეხვდნენ ჟურნალისტი და ფოტოგრაფი ბაჩიაშვილს, რის მიზეზადაც ბაჩიაშვილის თხოვნას ასახელებს „უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე“.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველი გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ დღეს დილით სუსმა გაავრცელეს.