მზია ამაღლობელის მომდევნო პროცესი 9 ივნისს გაიმართება

30.05.25 18:45
მზია ამაღლობელის მომდევნო პროცესი 9 ივნისს გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დასრულდა - გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის საქმეზე მომდევნო პროცესი 9 ივნისს ჩაინიშნა. 

9 ივნისს ორი პროცესი გაიმართება, ერთი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ეხება, რომლის თანახმადაც, რეჟიმი ჟურნალისტს 2025 წლის 11 იანვარს, პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერი გაკვრას ედავება.

მოცემული საქმის განხილვის შემდგომ, მსჯელობა სისხლის სამართლის საქმეზე გაგრძელდება. 

რა ხდებობა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე? 

ცნობისთვის, 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად, 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე "ბათუმელები/ნეტგაზეთის" დამფუძნებელი აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, მეორედ დააკავეს. 

"ბათუმელები/ნეტგაზეთის" დამფუძნებელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

13 იანვარს "ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა" გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე აგინებს. ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელი რუსთავის ციხეში მოინახულა, რის შემდეგაც მან ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობელის წინააღმდეგ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა. 

ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.

მსგავსი სიახლეები