მარიამ ლაშხისთვის "მონის" დაძახების გამო რეჟიმმა ციხეში 19 და 20 წლის გოგოები გაუშვა

30.05.25 20:20
მარიამ ლაშხისთვის "მონის" დაძახების გამო რეჟიმმა ციხეში 19 და 20 წლის გოგოები გაუშვა

"ძირს რუსული დიქტატურა!"- სტუდენტებს მარიამ ლაშხთან ნათქვამი ეს ფრაზა პატიმრობის ფასი დაუჯდათ. ციხეში 12 დღით გაუშვეს ის ახალგაზრდები, ვინც მასონებზე საუბრით ცნობილი მარიამ ლაშხი ანტირუსული მმართველობის გამო ღიად გააკრიტიკეს. დაპატიმრებულია თათია აფრიამაშვილი, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მოსამართლეს მისი დაკავების დავალება ჰქონდა მიღებული.

რატომ გაუშვა 12-დღიან პატიმრობაში სტუდენტი? სანქცირებული მოსამართლე მანუჩარ ცაცუა ასეთ ლოგიკას აყალიბებს: ფრაზა "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!" გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, თუმცა თუ ამას ხმამაღლა და აგრესიული ტონით იტყვით, ეს უკვე სამართალდარღვევაა.

12-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს კიდევ ერთი სტუდენტი. ლიკა ლორთქიფანიძესაც მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. მისი სხდომა სამ წუთს გაგრძელდა და დარბაზიდან ძალის გამოყენებით გააძევეს ყველა, ვინც პროტესტი გამოხატა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.