მზია ამაღლობელის მომდევნო პროცესი 18 ივნისს გაიმართება
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 23 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება.
რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს, მოსამართლე საქმეზე 18 ივნისს, 13:00 საათიდან იმსჯელებს.
ცნობისთვის, დღეს, 9 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის, მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართა. რა ხდებოდა სასამართლო სხდომაზე?