ვინ ამზადებდა სასულიერო პირის მკვლელობას? - ჰუჯაბისა და მარნეულის ეპისკოპოსი საპატრიარქოშია
ერთ საათზე მეტია, ჰუჯაბისა და მარნეულის ეპისკოპოსი საპატრიქოშია და მისი მკვლელობის მომზადების საქმეზე ინფორმაციას მეუფეებს აწვდის. შეხვედრას, "პირველების" ინფორმაციით, ესწრება პატრიარქის მესაყრდე - შიო მუჯირიც.
საპატრიარქოში გიორგი ჯანდელიანთან ერთად მისი ეპარქიის წევრი ყველა სასულიეო პირი მივიდა. მღვდლები "პირველებთან" არ უარყოფენ, რომ განხილვის მთავარი თემა მეუფის მკვლელობის მომზადების საქმეს უკავშირდება. თავად ეპისკოპოსს "პირველებთან" კომენტარი არ გაუკეთებია.
- ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა 8 ივნისს თქვა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მაღალჩინოსანი მონაზვნის ხელით მის მოწამვლას გეგმავდა.
გუშინ საღამოს გამოქვეყნდა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სასამართლოს ოქმი, რომლშიც წერია, რომ გ.შ.-ს ზიარება აეკრძალა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 6 ივნისს მოიწვიეს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლო გაიმართა, სადაც გამოძახებულ იქნა ბრალდებული ბატონი გ.შ, რომლის ჩვენებაც მოსმენილ იყო. სასამართლომ ასევე მოისმინა მონაზონ თ.კ-ს დეტალური ჩვენება, სხვა სასულიერო პირების თანასწრებით.
ეკუთვნის თუ არა ოქმში მოყვანილი ინიციალები გიორგი შინჯიკაშვილს, რომელიც 12 მაისამდე ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, სასულიერო პირი, რომელიც ჰუჯაბისა და მარნეულის ეპისკოპოსს საპატრიარქოში თან ახლია, ამბობს რომ "გამგები გაიგებს"
"პერსონიფიცირება მეუფეს არ მოუხდენია, გამგები გაიგებს", - აცხადებს სასულიერო პირი.
ცნობისთვის, სასამართლოს ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, გუშინ საღამოსვე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის შეჩერებას ოჯახის წევრებზე ზეწოლით, მუქართ და შანტაჟით ცდილობენ. აღნიშნული მან "პირვეებთან" საუბარშიც. დაადასტურა.
- სასულიერო პირის სკანდალური განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.
- თემაზე ოფიციალური განცხადება საპატრიარქოს ამ დრომდე არ გაუკეთებია.