რაზე ისაუბრა ოპოზიციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან - "კოალიცია ცვლილებებისთვის" ინფორმაციას ავრცელებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან საუბარი შეეხო პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ დაწყებული დევნის ახალ ეტაპს - ინფორმაციას ამის შესახებ თეოდორუს რუსოპულოსთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, "ასევე, ისაუბრეს პროდასავლური კლასის წინააღმდეგობის სტრატეგიაზე, „სინდისის პატიმრების“ საქმეებზე, ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების პოლიტიკასა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის როლზე".
ასევე, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიასაშუალებების წინააღმდეგ დევნაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს ევროსაბჭოს მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებას რუსეთის მიერ ჩადენილი აგრესიის დანაშაულების გამოძიების ტრიბუნალის შექმნასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის ივანიშვილის რეჟიმის რუსულობის კიდევ ერთი არგუმენტია“, - ნათქვამია კოალიციის ინფორმაციაში.
ამავე თემაზე:
- პრესსამსახური: გრიგოლ გეგელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და პარლამენტარებს ხვდება
- ენმ: თინა ბოკუჩავა PACE-ს პრეზიდენტს, თეოდოროს რუსოპულოსს შეხვდა