"ბიჭები ციხეში გაუშვი და ახლა ბათუმში ისვენებ? უნამუსო!" - მოქალაქე პოლიციელს, რომელმაც მათე დევიძის წინააღმდეგ ჩვენება მისცა (ვიდეო)

28.06.25 15:48
"ბიჭები ციხეში გაუშვი და ახლა ბათუმში ისვენებ? უნამუსო!" - მოქალაქე პოლიციელს, რომელმაც მათე დევიძის წინააღმდეგ ჩვენება მისცა (ვიდეო)

 

 

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილს, რომელმაც სინდისის პატიმრის, მათე დევიძის წინააღმდეგ სასამართლოს ჩვენება მისცა ბათუმში პროტესტით დახვდნენ.

ირკვევა, რომ ჟამერაშვილი ახლა ბათუმში ისვენებს. კორპუსში, სადაც ის, სავარაუდოდ, ამჯამად არის დაბინავებული, მოქალაქეებმა მას შეახსენეს, რომ ახალგაზრდა ბიჭები ციხეში უკანონოდ ჰყავს გაშვებული. 

"ბიჭები გყავს ციხეში გაშვებული, შენ ხარ ცრუ მოწმე და ახლა ბათუმში ისვენებ? უნამუსო, როგორ არ გრცხვენია?!" - ეუბნება მოქალაქე პოლიციელს.

ვიდეოს სოციალურ ქსელში აქტივისტი ალბი კორძაია აქვეყნებს. 

ცნობისთვის, 12 ივნისს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები