სასამართლოებში მედიის შემზღუდავი კანონი ამოქმედდა

სასამართლოებში მედიის შემზღუდავი კანონი ამოქმედდა - ამის შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა. ასევე ცვლილებები შევიდა სიტყვისა და გამოხატვის წინააღმდეგ.
ცვლილებების მიხედვით:
- ♦︎ იზღუდება სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღება.
- ♦︎ პროცესების გადაღების უფლებამოსილება ენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს.
- ♦︎ ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია დასაშვები იქნება იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით.
- ♦︎ გაუქმდა კანონში არსებული გარანტია, რითიც სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა დაუშვებელი იყო.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებებით კი:
- ♦︎ ზუსტდება ცილისწამების განმარტება;
- ♦︎ კანონის შინაარსობრივი რეგულირება გავრცელდება საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე;
- ♦︎ სასამართლოში ცილისწამების საქმეზე მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე;
- ♦︎ კანონს ექნება 100-დღიანი უკუძალა, რაც ნიშნავს, რომ ის რეგულაციის ამოქმედებამდე 100 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებებზეც გავრცელდება.
- ♦︎ უქმდება ჩანაწერი, რომლის მიხედვით, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ;
- ♦︎ უქმდება კვალიფიციური პრივილეგია ცილისწამებისთვის;
- ♦︎ პროფესიული საიდუმლოების/წყაროს გამხელაზე უარი, შესაძლოა, მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების საფუძველი გახდეს;