მამუკა ხაზარაძის მიერ აღდგენილი წალენჯიხის არტ-მეურნეობის თეატრი დღეს პრემიერით გაიხსნება - "ძლიერი საქართველო"

28.06.25 16:46
მამუკა ხაზარაძის მიერ აღდგენილი წალენჯიხის არტ-მეურნეობის თეატრი დღეს პრემიერით გაიხსნება - "ძლიერი საქართველო"

მამუკა ხაზარაძის მიერ აღდგენილი წალენჯიხის არტ-მეურნეობის თეატრი დღეს პრემიერით გაიხსნება - ამის შესახებ ინფორმაციას "ძლიერი საქართველო" ავრცელებს. 

“არამედ რაღაც სხვა” - ბესო სოლომონაშვილის ეს პიესა,ტერენტი გრანელის ცხოვრების უცნობ დეტალებს ასახავს და დღევანდელ პოლიტიკურ მოვლენებს პასუხობს. გრანელს როგორც აქტივისტს და მებრძოლს საზოგადოებას დღეს პირველად გაიცნობს. სწორედ ამ პიესას იხილავს დრეს მაყურებელი წალენჯიხის თეატრში.

სპექტაკლის რეჟისორი ოთარ ეგაძეა, რომელმაც სულ ახლახან დაასრულა რეპეტიციები ახალგაზრდა მსახიობთა შემოქმედებით დასთან ერთად. 

როგორც "ძლიერი საქართველოში" აცხადებენ, წალენჯიხის თეატრში პრემიერას, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც უნდა დასწრებოდნენ, თუმცა “ქართული ოცნების” მიერ პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ლიდერების გზავნილს საზოგადოებას, “ლელო-ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური გუნდი გააცნობს. 

კოალციის თქმით, წალენჯიხის ინოვაციური თეატრი, ისევე როგორც არტ-მეურნეობაში მოქმედი სხვა საგანმანათლებლო, სპორტულ- გამაჯანსაღებელი თუ კულტურული პროექტები, მამუკა ხაზარაძის მიერ უკვე 2 წელია ხორციელდება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი.