ვანო ნადირაძის ცხედარს აეროპორტში საპატიო ყარაული არ დაახვედრეს
უკრაინაში დაღუპული ვანო ნადირაძის ცხედარი კიევიდან თბილისში ჩამოასვენეს. ქართველი მეომრის ცხედარს თბილისში ნადირაძის მეგობრები, ოჯახის წევრები, მოქალაქეები და თანამებრძოლები დახვდნენ.
ვანო ნადირაძისთავდაცვის სამინისტრომ პატივის მისაგებად საპატიო ყარაული არ დაახვედრა.
გარდაცვლილის ცხედარი მისმა მეგობრებმა გამოასვენეს.
ვანო ნადირაძის ცხედარს აეროპორტში საპატიო ყარაული არ დაახვედრეს. ამ მართლა უსამშობლოებმა და არაქართველებმა"- დაწერა ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე რამდენიმე დღის წინ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ქართველი მეომრის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა კიევის ტაძარშიც.