"რუსეთის გუბერნია" - ვანო ნადირაძის თანამებრძოლები "ოცნების" ქცევას გმობენ

29.06.25 11:32
"რუსეთის გუბერნია" - ვანო ნადირაძის თანამებრძოლები "ოცნების" ქცევას გმობენ

საქართველო ომის ვეტარანს, უკრაინის სპეციალური ოპერაციული ძალების ქართული ჯგუფის ხელმძღვანელს და ვიცე-პოლკოვნიკს ვანო ნადირაძეს ემშვიდობება. ქართველი ჯარისკაცის სამოქალაქო პანაშვიდი მის საცხოვრებელ სახლში მიმდინარეობს, სადაც ხალხის ნაკადი არ წყდება.

ქართველი მებრძოლის ცხედარს ქაშუეთის საკათედრო ტაძარში ხვალ გადაასვენებენ. უკანასკნელ გზაზე ვანო ნადირაძეს ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამებრძოლები აცილებენ. 

ვანო ნადირაძე სამშობლოში გუშინ ჩამოასვენეს. სახელმწიფომ მას საპატიო ყარაულიც კი არ დაახვედრა, რასაც მოქალაქეების აღშფოთება მოჰყვა. 

ეს არის კიდევ ერთხელ იმის დასტური, რომ ჩვენი მთავრობა არის რუსული მთავრობა, რუსეთის გუბერნია და უნდა იცოდეს ყველამ კიდევ ერთხელ, რომ ასეთი გმირების სახელების გათელვით, რაც არ გამოუვათ, არაფერი არასდროს გამოუვათ, - ამბობს ნადირაძის თანამებრძოლი. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორი ბოტკოველი ვანო ნადირაძისთვის საპატიო ყარაულის არდახვედრას, "სამარცხვინო" ფაქტს უწოდებს.  

ეს არის სამარცხვინო ფაქტი, შეფასებაც არ მაქვს, რა შეიძლება, დავარქვა ამას. ფაქტობრივად, შური იძია ხელისუფლებამ ვანო ნადირაძეზე და დღეს ის ელემენტარული, რასაც აკეთებდნენ ხოლმე, სხვა მათ არაფერი უკეთებიათ, საპატიო ყარაული ხვდებოდა, დღეს ესეც არ გააკეთეს, - ამბობს გიორგი ბოტკოველი.  

ქართველი მეომარი ოკუპანტ რუსეთს წლების გამავლობაში ებრძოდა. ის ყველა ომის მონაწილე იყო. მის სახელზეა უკრაინაშ წარმატებული ოპერაციები.

ვანო ნადირაძეზე ოკუპანტ რუსეთს ნადირობა ჰქონდა გამოცხადებული. ეკრძალებოდა სამშობლოში დაბრუნებაც.

მსგავსი სიახლეები