სინდისის პატიმრების მშობლებმა ვანო ნადირაძეს და გელა ცხადაძეს პატივი მიაგეს

სინდისის პატიმრების მშობლებმა და აქტივისტებმა ვანო ნადირაძეს და გელა ცხადაძეს პატივი მიაგეს. მათ ქართველ მებრძოლს და სინდისის პატიმრის მამას ტაძარში სანთლები დაუნთეს.
საქართველო ომის ვეტარანს, უკრაინის სპეციალური ოპერაციული ძალების ქართული ჯგუფის ხელმძღვანელს და ვიცე-პოლკოვნიკს ვანო ნადირაძეს ემშვიდობება. ქართველი მებრძოლი სამშობლოში გუშინ ჩამოასვენეს. სახელმწიფომ მას საპატიო ყარაულიც კი არ დაახვედრა, რასაც მოქალაქეების აღშფოთება მოჰყვა.
ორი დღის წინ გარდაიცვალა სინდისის პატიმრის, ონისე ცხადაძის მამა, გელა ცხადაძეც.