ფიზიკური დაპირისპირება გელათში – აქციის მონაწილეებს თავს "ოცნების" მხარდამჭერები დაესხნენ

29.06.25 13:25
ფიზიკური დაპირისპირება გელათში – აქციის მონაწილეებს თავს "ოცნების" მხარდამჭერები დაესხნენ

სოფელ გელათში, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობდა, აქტვისტებს ფიზიკურად და სიტყვიერად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. 

ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ ძალადობის მსხვერპლი გახდნენ ქალებიც. თავდამსხმელები მათთვის ტელეფონების წართმევასა და მობილური აპარატურის დაზიანებას ცდილობდნენ. რამდენიმე მომიტინგეს ღიად ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით.

შემთხვევის შემდეგ რამდენიმე აქტივისტი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. 

ჩვენი მოძრაობა "მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის" გავიდა რეგიონებში იმისთვის, რომ ხალხთან გასაუბრება მომხდარიყო უშუალოდ იმ თემაზე, რომ ნომერ პირველი პატიმარი არის მიხეილ სააკაშვილი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ "ქართული ოცნება" აგრძელებს თავის პროვოკაციულ გამოხტომებს. ჩვენ ახლა ვარრტ პოლიციაში გამოკითხვაზე, მაგრამ მთავარი დამნაშავე ვინც იყო, ვინც მოვარდა და ხელ-ფეხი ურტყა ხალხს, ფაქტობრივად, ის საერთოდ გაქრა. გვარიც ვიცით, სახელიც ვიცით, ირაკლი ნიშნიანიძე, მაგრამ პოლიციას ის არ მოუყვანია, - ამბობს აქციის მონაწილე. 

 

მსგავსი სიახლეები