რატომ დუმს ბიზნესი? – ექსპერტები პოლიტიკური ზეწოლის და შიშის ფაქტორებზე საუბრობენ

29.06.25 15:41
რატომ დუმს ბიზნესი? – ექსპერტები პოლიტიკური ზეწოლის და შიშის ფაქტორებზე საუბრობენ

რატომ დუმს ბიზნესი ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე -  „პირველებთან“ ინტერვიუში ექსპერტები მიზეზებს განმარტავენ. კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი და საპარტნიორო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ივა ჭყონია ამბობს, რომ "ოცნება" მასობრივი დაკავებებით ბიზნესსაც აჩვენებს, რომ არც მათ დაინდობს. 

ამასთან, ივა ჭყონია ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური პროცესებისა და სასამართლოს პოლიტიზაციის ფონზე, ქვეყანაში რეინვესტიციებიც კი რისკის ქვეშ დგას:

ვფიქრობ, გაურკველწილად წითელი შუქი აუნთეს და ალბათ ბიზნესისთვის რაღაც კუთხით, დასაშინებლად იყო გაკეთებული, რომ დაეშინებინათ, რომ რამდენად დაუნდობლები არიან, რომ არავის დაინდობენ. იმ დროს, როდესაც სასამართლო თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებულია და შენს ქვეყანას ჰყავს 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი და სადაც პოლიტპატიმრებს შორის არიან წარმატებული ბიზნესმენები და ვხედავთ, რომ არაერთ ადამიანს კვლავ მომავალში ელოდება დაპატიმრება, ზოგადად, აქ უცხოურ ინვესტიციაზე კი არა, რეინვესტიციაც კი არ განხორციელდება ამ ქვეყანაში, - ამბობს ივა ჭყონია.

ფინანსისტი ნიკა შურღაია კი პროცესს უფრო ფართო პოლიტიკურ ჭრილში აფასებს და ამბობს, რომ მმართველი რეჟიმი „ვერტიკალური იერარქიის გამყარების სტადიაშია“. მისი თქმით, "ოცნება" თავისუფალი აზრის მოსახრჩობად ყველაფერს აკეთებს.  

მე ვხედავ, რომ რეჟიმი არის ახლა კონსოლიდაციის სტადიაში, ამყარებს ვერტიკალურ იერარქიას და ყველაფერს გააკეთებს, რომ სრულიად მოახრჩოს თავისუფალი აზრი ქვეყანაში, ტავისუფალი სიტყვა და ჩვენ ყველანი. ან დაგვაპატიმროს, ან აქედან გაგვისტუმროს, ან გაგვანადგუროს სრულიად. შესაბამსიად, მე გამოსავალს ვხედავ შეურიგებე წინააღმდეგობაში, - ამბობს ნიკა შურღაია. 

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შეიქმნა „სოციალურ-ნომენკლატურული კაპიტალიზმის“ სისტემა, სადაც ბიზნესი ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული. 

დამკვიდრდა ქვეყანაში ე.წ., აი, სოციალურ-ნომეკკლატურული კაპიტალიზმი, სადაც ხელისუფალი არის ბიზნესის და ეკონომიკის დირექტორი. ხელისუფალმა უნდა თქვას, ვის აქვს ბიზნესის კეთების უფლება, ვის არ აქვს ბიზნესის კეთების უფლება, ვინ ჭამს მათთან ერტად ერთი ჯამიდან და ვინ იქნება რეპრესიებული. მათ შორის, ეკონომიკურ სფეროშიც, ასე რომ, ბიზნესს არ ექნება დალხენილი ცხოვრება, მას მთლიანად შეიწოვს ხელისუფალი და ცოტა ხანში დაინახავენ, რეალურად, რას მოიტანს ეს ყველაფერი, - ამბობს გია ხუხაშვილი. 

მსგავსი სიახლეები