მეწყერის გამო ხარაგაულში სოფლები იცლება - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყერის გამო რამდენიმე სოფელი შეიძლება, დაიცალოს. ურთულესი მდგომარეობაა სოფლებში - ღვერკა და ხემაღალში. ამ დროისთვის ევაკუირებულია რვა ოჯახი. დანარჩენები ადგილობრივი ხელისუფლების რეაგირებას და გეოლოგების დასკვნას ელოდებიან. მეწყერმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო მიწები და ცენტრალური საავტომობილო გზები.
ბევრი წავიდა, გასახლდა.. ახლა მეც მივდივარ, გავიტანე ავეჯი. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, გვეშინია. ჯერ დასკვნას ველოდებით კიდევო და ამ დასკვნას რომ ვუყუროთ და ჩვენ ერთიანდა ჩავიძიროტ, მერე ვინ გვიშველის? სამი კვირაა მიმდინარეობს დაუცებ იმატებს ბზარები, სიღრმეზე, ორ მეტრე ჩადის. ჩვენტანაც პრობლემა შეიქმნა, ინგრევა სახლი და მივდივართ, - ამბობს ადგილობრივი.
ურთულეს მდგომარეობაზე საუბრობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
გზები დაიხსნა, ნაკვეთები დაიხსნა. რომელ სახლსაც ზიანი ჰქონდა რაღაცა, დანგრევის პირასაა, დაიშალა სახლები. 6 ოჯახი, რომლის სახლებმაც დიდი ზიანი მიიღო, გადაიყვანეს, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.