დაკავებები და საკანონმდებლო ცვლილებები – რატომ დუმს ბიზნესი?
არის თუ არა დუმილი ბიზნესმენებისთვის უსაფრთხოების გარანტია? ეს კითხვა დღეს "პირველებმა" ბიზნესის წარმომადგენლებს და ექსპერტებს დაუსვა. პასუხი ყველას ერთი აქვს - "არა".
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ფიქრობს, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, საჭიროა ბიზნესის ერთიანობა და სიმტკიცე ერთი იდეის გარშემო. სწორედ ქართველმა ბიზნესმენმებმა უნდა აიძულონ ივანიშვილის გუნდი, რომ ხალხის მოთხოვნები შეასრულოს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ შესაძლოა, ქვეყანა უფრო დიდ რეპუტაციულ სკანდალში გაეხვეს.
რატომ დუმს ბიზნესის ნაწილი? ის, ვინც ივანიშვილის კარგად იცნობს, ამბობს, რომ მიზეზი შიშია. "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველაზე და ყველაფერზე გავლენა მოიპოვონ, ამიტომაც არის რომ არც ოპოზიციას ინდობენ და არც საკუთარი გუნდიდან წასულებს.
პოლიტიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დემონსტრაციული დაჭერებით და რეპრესიული კანონებით ივანიშვილის გუნდი თავისუფალ ბინზესს სიგნალს უგზავნის და მათ დაშინებას ცდილობს.
ბიზნესიც და პოლიტიკოსებიც ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნების" სისუსტე სწორედ მათ რეპრესიებში ჩანს. შიში, რომ თუ ადამიანებს არ დაიჭერს და დემოკრატიას არ მოგუდავს, თავისუფალი საზოგადოების პირობებში, ძალაუფლების შენარჩუნება გაუჭირდებათ.
დღეს ბიზნესიც და პოლიტიკოსებიც საჯაროდ ეკითხებიან "ქართულ ოცნებას", თუ მართლა ხალხის ასეთი მხარდაჭერა აქვთ, როგორსაც თავად ამტკიცებენ, რატომ ეშინიათ თავისუფალი საზოგადოების?
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.