ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული არ დაახვედრეს - ქართველ მებრძოლს უკანასკნელ გზაზე თანამებრძოლები და მოქალაქეები გააცილებენ
საპატიო ყარაულის ნაცვლად თანამებრძოლები იდგებიან, სამხედრო პატივით საბოლოო გზაზე სქრთველოს ერთიანობისთვის მებრძოლს მოქალაქეები გააცილებენ - ასე გადაწყდა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან სამშობლოში ჩამოსვენებული ვანო ნადირაძის სამხედრო პატივით დაკრძალვაზე თავდაცვის სამინისტრომ უარი თქვა.
დედისთვის "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება მეასეხარისხოვანია, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა, ის უკვე მოხდა. შიში, რომ ომში მყოფი შვილი მის სტელეფონო ზარს აღარ უპასუხებდა, ცხადად ექცა.
ვანო ნადირაძე უკრაინის ეროვნული გმირია და საქართველოს ტერიტორიების მთლინობისთვის მებრძოლი თავდაცვის სამინისტროს ვიცე პოლკოვნიკი 11 წლის განავლობაში უკრაინაში რუსი ოკუპანეტბის წინააღმდეგ იბრძოდა. გარდაცვლილ ჯარისკაცს "ქართული ოცნების" თავდაცვის სამინისტრომ აეროპორტში საპატიო ყარაული არ დაახვედრა. ვანო ნადირაძის ცხედარს მეგობრები და თანამებრძოლები მიასვენებდნენ. ქართველი მეომრის პატივის მისაგებად პროცესიას რიგითი მოქალაქეები მიუყვებოდნენ.
ვრცლად ნახეთ რეპორტაჟში.