"საქართველო დადექი!" - რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური აქცია სახელწოდებით "საქართველო დადექი" იწყება. აქ ადამიანების რაოდენობა ყოველწუთიერად იზრდება. პარლამენტთან აქციის მონაწილეებს ელოდებიან მოშიმშილე პოლიტიკოსებიც.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილები ამბობენ, რომ "ოცნების" რეპრესიების წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებენ და აუცილებლად გაიმარჯვებენ.
მოვიშველიებ აკაკი წერეთლის სტრუქონებს: "სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი". ჩვენს გარეშემო დღეს ჩვენ ვხედავთ მართლაც მონობაში გადიდკაცებულ ადამიანებს, როლებიც ცდლობენ ყველა რესურსით საკუთარი ძალის დემონსტრირებას, მათ შორის, ჩვენთვის თვაისუფლების სივრცეების ყოველდღიური შეზღუდვით. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად იმ მძიმე ბრძოლისა, რომელშიც ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ვნახეთ როგორ უვარდებიან სახლებში, მათ შორის, ფეხმძიმე ქალებს, ბავშვებს აწიოკებენ, აპატიმრებენ ჩვენს თანამებრძოლებს, როგორია ფინანსური ტერორი ჯარიმების სახით, ადამიანების საჯარო სამსახურებიდან გამოყრა, მიუხედავად ამისა, მე მჯერარომ ვიქნებით არა თავისუფლების ძებნაში მკვდარი, არამედ თავისუფლების ძებნაში გამარჯვებული ხალხი. ეს არის გარდაუვალი!, - ამბობს აქციის მონაწილე.
რა ხდება რუსთაველზე ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.