აქციის მონაწილეებმა რუსთაველზე საქართველოს და ევროკავშირის გიგანტურო დროშები გაშალეს

29.06.25 20:55
აქციის მონაწილეებმა რუსთაველზე საქართველოს და ევროკავშირის გიგანტურო დროშები გაშალეს

რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცი სახელწოდებით "საქართველო დადექი!" მიმდინარეობს, მოქალაქეებმა საქართველოს და ევროკავშირის გიგანტური დროშები გაშალეს. ადგილზე შესრულდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნებიც. 

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების რიცხვი ყოველწუთიერად მატულობს.  ცოტა ხანში პარლამენტთან სიტყვით გამოსვლები დაიწყება. ადგილზე ელოდებიან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტსაც.