ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება.
უცნობია, პროცესს დაესწრება თუ არა თავად გვარამია. ასევე უცნობია, მისცემს თუ არა ჩვენებას და ისარგებლებს თუ არა საბოლოო სიტყვის უფლებით.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას თეა წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადებას ედავებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა. ოპოზიციონერი ლიდერი რუსთავის ციხეშია მოთავსებული.