სისხლიანი გარჩევა ავლაბარში-“პირველებმა“ ახალი დეტალები გაარკვია
სისხლიანი გარჩევა ავლაბარში-39 წლის კაცი ცივი იარაღით დაჭრეს და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
“პირველებისთვის“ ცნობილი ხდება, რომ გუშინ საღამოს, რამდენიმე ადამიანი ლუდის ბარში იყო შეკრებილი, რა დროსაც ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელიც მკვლელობით დასრულდა.
ადგილობრივები “პირველებს“ უყვებიან, რომ თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება გარე სივრცეში იყო, შემედგ კი გაიგეს, რომ 62 წლის კაცმა 39 წლის კაცს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
მათივე ცნობით, ისინი დაჭრილის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა, ადგილზე მოსულ სასწრაფოს, ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
რომ გავედი უკვე მომხდარი იყო ყველაფრი, დანა ჰქონდა დარტყმული, პირველადი დახმარება გამვლელმა ექიმმა აღმოუჩინა, მერე სასწრაფო მოვიდა, ისინიც ეცადნენ, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. დაახლოებით 10 საათისთვის მოხდა ეს ამბავი, -ამბობს ადგილობრივი.
რა გახდა მკვლელობის მოტივი, ადგილობრივებისთვის უცნობია, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება ბარში დაიწყო, შემდეგ კი ქუჩაში სავალალო შედეგით დასრულდა.
შსს-ს წარმომადგენლებმა სამეთალყურეო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს. მოხმდარზე დაკავებულია 1 პირი.