ბიძინა ჟამერაშვილი მიჩივის-ალბი კორძაია სასამართლოში ისევ დაიბარეს

30.06.25 12:38
ბიძინა ჟამერაშვილი მიჩივის-ალბი კორძაია სასამართლოში ისევ დაიბარეს

სამოქალაქო აქტივისტი, ალბი კორძაია სასამართლოში დაიბარეს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პატრულის თანამშრომელი, ბიძინა ჟამერაშვილი შეურაცხყოფის მიყენების გამო უჩივის.

მისივე ცნობით, პროცესი 28 ივლისაა ჩანიშნული.

„დამირეკეს საპატრულოდან. ბიძინა ჟამერაშვილი მიჩივის შეურაცხყოფის მიყენებას. მძინარე ვიყავი, თავიდან ვერ მივხვდი რაში იყო საქმე, მეგონა დღევანდელ სასამართლოზე მირეკავდნენ, მერე პოლიციელის შეურაცხყოფაო, 28 ივლისიო და მეთქი რა?!! რა თქმა უნდა, იქვე ვთქვი, რომ მაგას კი არა, უარესს იმსახურებს ეგ ნამუსგარეცხილი, რომ მათე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა და ბათუმში ისვენებს“, - წერს აქტივისტი ალბი კორძაია. 

28 ივნისს ალბი კორძაიამ გაავრცელა მათე დევიძის საქმის ფიგურანტი პოლიციელის, ბიძინა ჟამერაშვილის ვიდეო, სადაც ის შემდეგ სიტყვებს ეუბნება: “ბიჭები ციხეში უნდა იყვნენ და შენ ბათუმში უნდა ისვენებდე?! [...] ბიჭები გყავს ციხეში გაშვებული შე უნამუსო, შე ნამუსგარეცხილო“.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს,  მოსამართლემ გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

მსგავსი სიახლეები