ნიკა გვარამია ხვალინდელ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს-ადვოკატი
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას ადვოკატის, ქეთი ჩომახაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სხვალინდელ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს და განაჩენის გამო0ცხადებას არ დაესწრება.
ჩომახაშვილი ამბობს, რომ არაერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული სხვა პოლიტიკოსებთან მიმართებით, შესაბამისად, განსავხავებული მოლოდინი არ აქვთ.
ნიკა გვარამია არ მიიღებს ხვალინდელ სხდომაში მონაწილეობას, რაც შეეხება განაჩენს, ჩვენ ვნახეთ უამრავი გადაწყვეტილება სხვა პოლიტიკოსებთან დაკავშირებით, შესაბამისად, განსხვავებული მოლოდინი არ გვაქვს,-თქვა მან.
რაც შეეხება სასამართლო პროცესებზე გადაღების შეზღუდვას- ჩომახაშვილი მიიჩნევს, რომ “ეს პირდაპირ აზიანებს სხდომების საჯაროობას და გამჭვირვალობას“.
მმართველმა პარტიამ იმიტომ შეზღუდა გადაღება სასამართლო პროცესების, რადგან გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეები შეწუხდნენ საზოგადოების სამართლიანი კრიტიკით, კლანს შესჩივლეს და კლანმა ეს მმართველ პარტიას შესჩივლა, შესაბამისად, იმისათვის, რომ მმართველი პარტიისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები იყოს მიღებული და სასამართლოსა და მოსამართლეებს დისკომფორტი რომ არ შეექმნათ, ამიტომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. მედია აღარ დაიშვება კამერებით, რაც პირდაპირ აზიანებს სხდომების საჯაროობას და გამჭვირვალობას,- ამბობს ადვოკატი.
პროკურორის, მარიამ მეშველიანის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები, ნიკა გვარამიად ბრალეულობას ადასტურებს, შესაბამისად, მათ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი 1 ივლისს, 10:30 საათზე გამოცხადდება. გადაწყვეტილებას მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია გამოაცხადებს.