სინდისის პატიმარი ბადრაგმა მამის პანაშვიდზე მიიყვანა

30.06.25 15:33
სინდისის პატიმარი ბადრაგმა მამის პანაშვიდზე მიიყვანა

სინდისის პატიმარი, ონისე ცხადაძე ბადრაგმა მამის პანაშვიდზე მიიყვანა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ონისეს ძმა, სანდრო ცხადაძე წერს და ადვოკატს და პენიტენციურ სამსახურს მადლობას უხდის.

მოიყვანეს ონო. მოვეფერეთ და ვიტირეთ ბევრი. 
მამასაც შეეხო ონო და ეფერა. 
უღრმესი მადლობა საქმის პროკურორებს ამ ყველაფერზე დათანხმებისთვის.
განსაკუთრებული მადლობა პენიტენციურ და საბადრაგო სამსახურებს. რომ არა მათი ნება და კეთილგანწყობა, ონო ამას ვერ შეძლებდა.
და, რა თქმა უნდა, განუზომელი მადლობა Lasha Tsutskiridze - ს, რომლის ვალიდან ვერასოდეს ამოვალ,- წერს სანდრო ცხადაძე.