აფეთქებების ხმები რუსეთის ქალაქებში - ოთხმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა
აფეთქებების ხმები რუსეთის ქალაქებში - ოკუპანტი სახელმწიფო თავის რეგიონებზე, სარატოვსა და ენგელსში უკრაინული დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყება. ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, სარატოვის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ასევე, დროებით დაიხურა ულიანოვსკის ოლქის ულიანოვსკის, ყაზანისა და ნიჟნეკამსკის აეროპორტები.
ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ უკრაინული დრონებით შეტევა მოიგერია. შედეგების შესახებ არაფერს იუწყებიან.
დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყება რუსეთის როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იური სლიუსარიც. მის ტელეგრამ-არხზე 1 ივლისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ღამის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურეს რვა რაიონში, მათ შორის დონის როსტოვში, ტაგანროგში, ნოვოშახტინსკსა და მილეროვოში.
ტაგანროგსა და მილეროვოში სამხედრო აეროდრომებია, ხოლო ნოვიშახნტინსკში - ნავთობპროდუქტების ქარხანა, რომლებიც არაერთხელ იყვნენ უკრაინის დარტყმის სამიზნეებს შორის.