ხონის მუნიციპალიტეტში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

01.07.25 14:47
ხონის მუნიციპალიტეტში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ხონის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. გამოცემის ცნობით, შემთხვევის დროს 16 წლის მოზარდი მოტოციკლეტით ელექტრობოძს შეეჯახა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

დაღუპული ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის მცხოვრებია.

ხონში დატრიალებულმა ტრაგედიამ კიდევ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი ბიჭი აღარ არის ჩვენს გვერდით - დიდი დანაკლისი და ენით აღუწერელი ტკივილია. გულსატკენია, რომ წარსულის მწარე გამოცდილებამ საკმარისად არ დაგვაფიქრა და სიფრთხილისკენ არ მოგვიწოდა.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახისა და მეგობრების მიმართ. გთხოვთ ყველას, ვიყოთ ფხიზლად! თითოეულმა წინდახედულმა ნაბიჯმა შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოს," – წერია ხონის მერიის განცხადებაშია.

მსგავსი სიახლეები