სალომე ზურაბიშვილი სინდისის პატიმრის, ონისე ცხადაძის მამის დაკრძალვაზე მივიდა

01.07.25 16:28
 სალომე ზურაბიშვილი სინდისის პატიმრის, ონისე ცხადაძის მამის დაკრძალვაზე მივიდა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სინდისის პატიმრის, ონისე ცხადაძის მამის დაკრძალვაზე მივიდა. 

თერჯოლაში ჩასული სალომე ზურაბიშვილის კადრებს გამოცემა "ისაუბრე იმერეთზე" ავრცელებს. 

დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ სინდისის პატიმრების სხვა მშობლებიც.

ონისე ცხადაძის მამა, გელა ცხადაძე წინა კვირას გარდაიცვალა. 

ეს სინდისის პატიმრის მშობლების გარდაცვალების უკვე მესამე შემთხვევაა.  გური მირცხულავას მამა 4 იანვარს გარდაიცვალა, გიორგი ახობაძის დედა კი 14 იანვარს გარდაიცვალა. 

 კადრი ვიდეოდან / „ისაუბრე იმერეთზე

მსგავსი სიახლეები