ბრიტანეთის ინიციატივით, საქართველოზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

01.07.25 21:02
ბრიტანეთის ინიციატივით, საქართველოზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრ სტივენ დაუთის ინიციატივით, საქართველოში არსებულ ვითარებაზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

ინფორმაცია ცნობილი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც X-ზე ამის შესახებ საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ბენჟამენ ადადმა დაწერა. 

გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ შეხვედრაში მონაწილეობა შვედეთის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის წარმომადგენლებმა მიიღეს. ონლაინ შეხვედრაში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური და ჰელსინკის კომისიის მრჩეველი მაიკლ ჩეჩირეც მონაწილობდნენ. 

„ქართული ოცნების“ ავტორიტარული გადახრები მიუღებელია. დღეს მონაწილეობა მივიღე პარტნიორ ქვეყნებთან საკოორდინაციო შეხვედრაში, რომელიც სტივენ დაუთის ინიციატივით, საქართველოში არსებულ ვითარებაზე გაიმართა. ეს კურსი ეწინააღმდეგება ქართული ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ჩვენ ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ“, — წერს ბენჟამენ ადადი.

შეხვედრას წინ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის დაბარება უძღოდა.

ამავე თემაზე: