თუ კითხავენ გახარიას, პარალელურად, უნდა გამოიკითხოს გომელაურიც - დავით ქაცარავა

03.07.25 15:48
თუ კითხავენ გახარიას, პარალელურად, უნდა გამოიკითხოს გომელაურიც - დავით ქაცარავა

 

 

ახალი გვარები "ჩორჩანას საქმეში" - გიორგი გახარიას მიერ გუშინ წულუკიანის სხდომაზე გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ, "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ხელმძღვანელი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, თუ ექსპრემიერს კითხავენ, მაშინ პარალელურად მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაურიც აუცილებალდ უნდა გამოიკითხოს. 

  • გახარია ამბობს, რომ ჩორჩანას საგუშაგოების გეგმის გაკონტროლება ჩაბარებული ჰქონდა შს მაშინდელ მინისტრს ვახო გომელაურს და სუს-ის შეფს გრიგოლ ლილუაშვილს, იმ კოორდინატებზე კი, სადაც საქართველოს საგუშაგოები უნდა ყოფილიყო, უცაბედად რუსეთის ფედერაციის საგუშაგოები აღმოჩნდა. 

ქაცარავა ამბობს, რომ ვახტანგ გომელაურის განცხადება, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ პროკურატურიდან გამოსვლის შესახებ გააკეთა და თქვა, რომ საგუშაგოების ჩადგმის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"საგუშაგოების ჩადგმის შესახებ გამოჟონილი იყო კიარადა, უკვე ყველამ მაისშივე ვიცოდით, რომ  საგუშაგოების ჩადგმა იგეგმებოდა"- "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ხელმძღვანელი.

რაც შეეხება კონკრეტულად გახარიას გადაწყვეტილებას, ჩორჩანაში საგუშაგოების ჩადგმის შესახებ, ქაცარავა დარწმუნებულია, რომ ადგილზე საგუშაგეობის არჩადგმის შემთხვევაში ოკუპაცია გაგრძელდებოდა.

თუ კითხავენ გიორგი გახარიას, როგორც მინიმუმ, პარალელურად უნდა გამოიკითხოს გომელაურიც. ეს ცალსახა არის.  გომელაურის კომენტარი და ცალსახა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ის საქმის კურსში არ იყო, არის სრული სიცრუე, იმიტომ, რომ საგუშაგოების ჩადგმის შესახებ გამოჟონილი იყო კიარადა, უკვე ყველამ მაისშივე ვიცოდით, რომ  საგუშაგოების ჩადგმა იგეგმებოდა. ლილუაშვილი ფაქტობრივად უკვე დაინიშნა მაშინ, როდესაც რუსებს დაწყებული ჰქონდათ შემოჭრა წაღვრის ტყის ნაწილში, ამიტომ მიჭირს ცოტა ლილუაშილის პასუხისმგებლობის დანახვა ამ შემთხვევაში. რომ არ ჩამდგარიყო ის საგუშაგოები, რომელიც ჩააყენა გახარიამ იმ პერიოდში, მე დარწმუნებული ვარ, რომ ოკუპაცია გაგრძელდებოდა. გახარიამ და იმჟამინდელმა ძალოვანმა სტრუქტურებმა, როგორც მინიმუმ გადაარჩინეს ტალკის საბადოები. არასწორად ახსენებენ მხოლოდ და მხოლოდ ჩორჩანას, იმიტომ, რომ სადაც რუსული საგუშაგოები ჩადგა, ის არის ძირითადად წაღვრის ტყე და წაღვრიდან უკვე გადადის ჩორჩანას ნაწილში, ამიტომ, მეტწილად წაღვრის ტყე არის დაკარგული", - აცხადებს დავით ქაცარავა. 

გახარიას განცხადება სრულად: