მოსამართლე გალუსტაშვილმა 21 წლის სტუდენტი, გიორგი მინდაძე 5 წლით ციხეში გაუშვა
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის პატიმარი, 21 წლის სტუდენტი, გიორგი მინდაძე დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენის გამოცხადებას დარბაზში პროტესტით და შეძახილებით შეხვდნენ. პროტესტი იყო სასამართლოს ეზოშიც.
მონებო" - სკანდირებდნენ გიორგი მინდაძის გულშემატკივრები.
- გიორგი მინდაძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მინდაძე პიროტექნიკის საშუალებით პოლიციელს თავს დაესხა, რის შედეგადაც პოლიციელმა ფეხზე დაზიანება მიიღო.
გიორგი მინდაძე სინდისის მეორე პატიმარია, რომლის საქმეზეც გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოცხადდა - ორივე განაჩენი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. პირველ შემთხვევაში, გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4 წელით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დღეს, ასევე 21 წლის სტუდენტი, გიორგი მინდაძე 5 წლით ციხეში გაუშვა.