გაძვირებული ცხოვრება- ეკონომისტები ფასების ზრდის მაჩვენებელს “საგანგაშოს“ უწოდებენ

04.07.25 13:39
გაძვირებული ცხოვრება- ეკონომისტები ფასების ზრდის მაჩვენებელს “საგანგაშოს“ უწოდებენ

ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდა-ერთ წელიწადში ფასები ასტრონომიულად არის გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით დადგენილია, რომ მოიმატა, ფაქტობრივად, ყველა საჭირო პროდუქტის ფასმა, რომელსაც მოქალაქეები ელემენტარული საჭიროების დასაკმაყოფილებლად მოიხმარენ.

სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები ყველაზე მეტად არ ის მომატებული. ეკონომისტები ამბობენ, რომ ფასები საქართველოში იმდენად მზარდი და შეუქცევადია, რომ ვერანაირი ეკონომიკური მაჩნებელი ამ ვითარებას ვერ გამოასწორებს.

წელს ინფლაციის მაჩვენებლი ხელოვნურად არის დადაბლებული, რადგან მერე ეს რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზეც დადებითად მოქმედებს, ეს არის დეფლატორით მანიპულაციის შემთხვევა, სინამდვილეში კი ინფლაციის მაჩვენებელი, მე მგონი, ძალიან მაღალია, სურსათის კატეგორიაში, რომ მარალია, ციფრებითაც ჩანს. ეს კი აქარწყლებს ხელფასების ნომინალურ ზრდას, რომელიც თან ახლავს ეკონომიკის ზრდას,- ამბობს გიგა ბედინეიშვილი.

“არ გვაქვს იმ დონის ეკონომკური ზრდა, რაც ჩვენნაირ ქვეყანას სჭირდება“,- ამბობს ეკონომისტი პაატა ბაირახტარი და მიიჩნევს, რომ “ის ეკონომიკური ზრდა, რაც არის, დაბალი ინკლუზიურობით ხასიათდება“

ჩვენ გვაქვს 4 პროცენტიანი ზრდა, რომელიც მიზნობრივ მაჩვენებველს 1 პროცენტით აღემატება,თუმცა, უფრო რთულადაა მდგომარეობა, თუ ქვეჯგუფებს ჩავშლით. მაგალითად, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, ჩვენ გვაქვს 10 პროცენტიანი ინფლაცია, ეს კი არის ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური ჯგუფი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან სურსათზე და ყოველდღიურ საჭიროებაზე ჩვენ სამომხმარებლო კალათაში, მას უჭირავს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნიშნული, 9 პროცენტზე მეტი ზრდა გვაქვს ჯანდაცვის ჯგუფში, რომელი ჯგუფიც ასევე ძალიან სენსიტიურია ჩვენი მოქალაქეებისთვის, სწორედ ეს არის იმის განმაპირობებელი ფაქტორი, რომ ჩვენი მოქალაქეები ფასების ზრდის დინამიკას უფრო მტკივნეულად გრძნობენ. არ გვაქვს იმ დონის ეკონომკური ზრდა, რაც ჩვენნაირ ქვეყანას სჭირდება, ის ეკონომიკური ზრდა კი, რაც არის დაბალი ინკლუზიურობით ხასიათდება, -ამბობს პაატა ბაირახტარი.

“საგანგაშოს“ უწოდებს ფასების ზრდის მაჩვენებლს კიდევ ერთი ეკონომისტი, გიორგი ხიშტოვანი.

მოსახლეობის დი ნაწილს სურსათზე ეხარჯება 33 პროცენტზე მეტი, ვისაც მეტი ეხარჯება, ეს არის ძირითადად, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა, რომელსაც უფრო მაღალ ინფლაციასთან აქვს შეხება, ამიტომ, არ უნდ ამოგვატყუოს აქ 4 პროცენტიანმა მაჩვენებელმა, ეს იმ სიტუაციას ჰგავს, როდესაც საშუალო ხელფასი 2200 ლარია, მაგრამ მოსახლეობის 65 პროცენტს ეს ხელფასი არ აქვს. ვფიქრობ, უკვე საგანგაშოცაა ეს ყველაფერი, როდესაც ეკონომიკური შენელების პირობებში, როდესაც ხელფასების ზრდაც არ უნდა იყოს მოსალოდნელი, ფასები შეუქცევად იზრდება და არ ჩანს, რომ ეს პროცესი გაჩერდეს,- ამბობს 

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ცნობილი ხდება, რომ ივნისში საქართველოში წლიური ინფლაცია 4%-მდე გაიზარდა.  ინფლაციის ასეთი მატება, პირველ რიგში, სურსათის ფასების მკვეთრმა ზრდამ განაპირობა, რაც წლიურად 10%-ით არის გაზრდილი. ქვეყანაში ასეთი მაღალი ინფლაცია 2023 წლის მარტის შემდგომ არ ყოფილა. კონკრეტული ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.34 პროცენტული პუნქტით აისახა.

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.79 პროცენტული პუნქტით აისახა. 

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.7 პროცენტით, რაც 0.33 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 5.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.64 პროცენტული პუნქტით აისახა. 

მსგავსი სიახლეები