პროცედურული ომი ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ - თავდაცვის ყოფილ მინისტრს ამნისტია არ შეეხო

24.03.21 11:58
პროცედურული ომი ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ - თავდაცვის ყოფილ მინისტრს ამნისტია არ შეეხო

პროცედურული ომი ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ - 9 წლის შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ ბაჩო ახალაიას მიერ დაზარალებულად თავდაცვის  სამინისტრო ცნო. დაზარალებულის სტატუსი საგამოძიებო უწყებამ სამინისტროს მას შემდეგ მიანიჭა, რაც გაირკვა, რომ ბაჩო ახალიას პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის  კანონი  ეხებოდა. 

საქმეზე მოსამართლე გიორგი არევაძემ იმსჯელა და მრვალტომიან საქმეში დაზარალებული კონკრეტული ადამიანი ვერ იპოვა, ამიტომ დაზარალებულად სამინიტრო გამოცხადა. ახლა უწყება ახალაიას ზარალის ანაზღაურებას თხოვს.

რუსთავის მე- 12 დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ ბაჩო ახალაიას ადვოკატი და  მეუღლე,  ანა ნადარეიშვილი მივიდნენ.  ანა ნადარეიშვილის განმარტებით, 182 მეუღლე მითვისება-გაფლანგვაა, რომელიც ამნისტიაში მოხვდა, თუმცა საქმის განხილვა ისე მოხდა, რომ ოჯახს არაფერი აცნობეს. დადგენილებაში მოსამართლემ ჩაწერა, რომ ახალაიას ამნისტია ვერ შეეხებოდა, რადგან ამ საქმეში დაზარალებულად თავდაცვის  სამინისტრო ცნეს, რომლისთვისაც ახალაის ზარალი არ აუნაზღაურებია. 

9 წელი აქვს მისჯილი ჩვეულებრივად, განაჩენით და 9 წლის თავზე, აგერ ნოემბერში ხდება 9 წელი და ციხიდან არ უშვებენ ბაჩოს და კიდევ უფრო მეტი ხანი უნდა იჯდეს, ვიდრე განაჩენით არის განსაზღვრული. ერთ-ერთი მუხლი, მოკლედ, შეეხო ბაჩოს, როგორც ჩანს და განიხილეს ეს დაუსწრებლად , არევაძე არის მოსამართლე, რომელიც არაერთხელ ფიგურირებს ბაჩოს შავ-ბნელ საქმეებში, ამ სასამართლო საქმეებში, ჩვეულებრივი შემსრულებელი მოსამართლეა და დაადგინა პატივცემულმა მოსამართლემ, რომ თურმე თავდაცვის სამინისტრო ყოფილა ბაჩოსგან დაზარალებული, - ამბობს ახალაიას მეუღლე. 

საყოველთაო ამნისტია პარლამენტმა 11 იანვარს დაამტკიცა. მნისტიაში მოხვდა ბაჩაო ახალაიას ბრალდების საქმეც. ამნისტიის შედეგად მას უდნა დაეტოვებინა სასჯელაღსრულების დაწესებულება, თუმცა აღნისნული ამნისტია მას არ შეეხო. ახალაიას ოჯახი პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ და გასაჩივრებას არ აპირებენ.