სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე, რომელიც პროცესზე ცუდად გახდა, ციხეში დააბრუნეს
სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე, რომელიც პროცესზე ცუდად გახდა, ციხეში დააბრუნეს - პროევროპულ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საბადრაგო სამსახურმა გადაიყვანა.
გორგაძე შეუძლოდ პროცესის დაწყებისას გახდა. საჭირო გახდა სხდომის შეჩერება და მისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება.
როგორ ადგილზე მყოფი მოქალაქეები ჰყვებიან, ის დარბაზში შემოსვლის მომენტშიც ცუდად გამოიყურებოდა. გორგაძის დედამ შვილთან მიახლოება მოინდომა, რისი საშუალებაც მანდატურებმა და ბადრაგებმა არ მისცეს. მან მოითხოვა ექიმი გამოეძახებინათ. ამის შემდეგ გორგაძე ბადრაგებმა დარბაზიდან გაიყვანეს.
გაირკვა ისიც, რომ დაკავებულს რამდენიმე დღის წინ ფილტვების ანთება ჰქონდა.
ცნობისთვის, თვილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.