სინდისის პატიმრების პროცესი შეწყდა - ერთ-ერთი ბრალდებული დარბაზში ცუდად გახდა

16.07.25 13:37
სინდისის პატიმრების პროცესი შეწყდა - ერთ-ერთი ბრალდებული დარბაზში ცუდად გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა. როგორც "ტვ პირველის" კორესოპოდენტი ადგილიდან იუწყება,  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ წუთებში შეჩერებულია.

გორგაძე დარბაზიდან გაიყვანეს, მას სასამართლოს ექიმი სინჯავს. 

ფაქტს ბრალდებულის დედა დარბაზშივე გამოლეხმაურა და  მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს მიმართა.

„გული გაქვთ? ადამიანი ხართ? ან იქით გაუშვით, ან აქეთ“, - განაცხადა გორგაძის დედამ.

დედა ითხოვს მისი შვილი აჩვენონ.

ბრალდებულის დედის მიმართვის ადრესატი პროკურორიც იყო. მისი პროტესტი ბრალდების მხარის სიჩუმემ და უმოქმედობამ გამოიწია: 

„არ გრცხვენიათ, ზიხართ ჩუმად!“, - განაცხადა გორგაძის დედამ.

სხდომის დარბაზი პროცესის განახლებამდე ყველა პირს დაატოვებინეს.

საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების დროს დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები