მერიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მარშით საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლეს
თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მარშით საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლეს.
მოქალაქეების განცხადებით, ის რაც ორი დღის წინ სადგურის მოედანთან მოხდა "სისტემური დანაშაულია, რომელსაც "ქართული ოცნება" ეწევა და რომელსაც ზურგს უმაგრებს საზოგადოებრივი მაუწყებელი".
ამ დროისთვის, პროტესტის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
ცნობისთვის, თბილისის მერიასთან აქცია, დღეს, 19:00 საათიდან მიმდინარეობდა. აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც სადგურის მოედანთან შენობა ჩამოინგრა და შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. აქციის მონაწილეები კახა კალაძის გადადგომას ითხოვენ.