"პირველების" ინფორმაცია დადასტურდა - "რუსთავი 2"-ის ახალ ხელმძღვანელად ბაკურ ბაკურაძე დაინიშნა
"პირველების" მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა - "რუსთავი 2"-ის ახალ ხელმძღვანელად ბაკურ ბაკურაძე დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად "რუსთავი 2" ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბაკურაძე თანამშრომლებს არხის ყოფილმა დირექტორმა, ვაკო ავალიანმა წარუდგინა, რომელიც საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს.
ცნობისთვის, გუშინ ბაკურაძემ "პირველებთან" დაადასტურა, რომ რუსთავი 2-დან შემოთავაზება ნამდვილად მიიღო, თუმცა ამტკიცებდა, რომ "ჯერ გადაწყვეტილი არაფერია".
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ის ტელევიზიის დირექტორობას დათანხმდება, როგორი ტეელვიზია სურს რომ გააკეთოს, ბაკურაძემ თქვა, რომ "ეროვნული".