მარიხუანა პოლიციელ ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის ბარში - მარიამ გერლიანის კომენტარი

20.07.25 13:14
მარიხუანა პოლიციელ ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის ბარში - მარიამ გერლიანის კომენტარი

გამოცემა "ბათუმელების" მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ, სადაც ჩანს, რომ პოლიციელ ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის ბარში მარიხუანას ახვევდნენ, "პირველები" მარიამ გერლიანს ესაუბრა.

ქალი ამტკიცებს, რომ კადრები სინამდვილეს არ შეესაბამება, მისი კუთვნილი ბარი "ბოჰემა" კი ორ კვირაზე მეტია დაკეტილია. 

ჯერ ერთი, რომ არ არის ეს ბარის კადრები, გარე სივრცეა, თუ დააკვირდებით. მერე მეორე, ჩემი ბარი უკვე ორ კვირაზე მეტია ოფიციალურად დაკეტილია და ოდესმე შეწყდეს უკვე ეს მარაზმი, - ამბობს გერლიანი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბარ "ბოჰემასთან" დაკავშირებით კითხვები ჩნდება. რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში ბათუმიდან ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბარიდან გამოსულმა ხმაურმა შეაწუხა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა. როგორც მოქალაქე აღნიშნავდა, ადგილზე პოლიციელი ირაკლი დგებუაძე და მისი მეგობარი ქალიც მივიდნენ და დაემუქრნენ.