სინდისის პატიმრების ადვოკატები ირაკლი კობახიძეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებენ

24.07.25 13:59
სინდისის პატიმრების ადვოკატები ირაკლი კობახიძეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებენ

 

 

სინდისის პატიმრების ადვოკატები ირაკლი კობახიძეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებენ - 11 პირის საქმის ადვოკატები დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სავარაუდოდ, "ოცნების" პრემიერის გამოკითხვის შუამდგომლობას დააყენებენ.

  • საქმე ეხება  23 ივლისს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ კომენტარს, სადაც მან პროევროპულ აქციებზე დაკავებულ პირებზე საუბრისას  განაცხადა, რომ „აუცილებელი გახდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაახლოებით, 30 ადამიანის დაკავება, პირველ რიგში, სწორედ პრევენციული მიზნებისთვის.“
  • აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მისულმა "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა თქვა: „ჯამში ალბათ 1000-მდე ადამიანი იყო ჩართული ძალადობაში სხვადასხვა დღეს, თუმცა დაკავებულია მხოლოდ 30 ადამიანი“. 

ამ განცხადების შემდეგ, ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა "პირველებთან", ირაკლი კობახიძის გამოკითხვის შესაძლებლობაზე ისაუბრა: "იქნებ თავად ირაკლი კობახიძე მოვიყვანოთ სასამართლოში". 

უფლებადამცველის თქმით, წინასწარ მსგავსი განცხადებების გაკეთება, როგორიც გუშინ კობახიძემ გააკეთა, "სასამართლოზე ზემოქმედებად აღიქმება". 

ჩემი აზრით, თავად უნდა დაგვიწეროს განცხადება და გვითხრას, მეც მაქვს ინფრომაცია და იქნებ დავეხმაროთ სასამართლოს და ბრალდების მხარეს, ამიტომ, მე ვფიქრობ, ჩვენი განცხადება არც უნდა იყოს საჭირო, იქნებ თავად მოვიყვანოთ სასამართლოში. 

ეს არის უდანაშულობის პრეზუმფციის დარღვევა თავიდანვე რომ ვთქვათ, იმიტომ, რომ ეს არის მთავრობის ხელმძღვანელი და წინასწარ მსგავსი განცხადებების გაკეთება აღიქმება სასამართლოზე ზემოქმედებად. ამიტომ დავრჩეთ სამართლებრივ ჩარჩოში  და დაველოდოთ გააწყვეტილებას და შემდეგ უკვე ალბათ, შეეძლება განცხადებების გაკეთება, მაგრამ იქამდე, სანამ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მოსამართლეზე საჩვენებლად დასჯის, ზემოქმედების ნაწილი ჩვენთვის, იურისტებსი ნაწილი მიუღებელია. თავადაც იურისტია და დარწმუნებული ვარ ესმის, რას ნიშნავს უდანაშულობის პრეზუმფციის დარღვევა", - აცხადებს ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი. 

სასამართლოზე პოლიტიკურ ზემოქმედებად აფასებს კობახიძის განცხადებას ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილიც. უფლებადამცველი ამბობს, რომ სინდისის პატიმრების მიმართ ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმცია ამაზე დაცვის ხმარეს უკვე აქვს მსჯელობა ევროპულ სასამართლოსთან. 

როდესაც მაღალი თანამდებობის პირები აკეთებენ მსგავს განცხადებას, ეს პირდაპირ მიუთითებს მოსამართლეზე და საქმეზე ზეწოლას და პოლიტიკურ ზემოქმედებას, რომელიც შემდგომში უნდა აისახოს გამამტყუნებელი განაჩენით. გარდა იმისა, რომ დღეს ანდრო გამოეხმაურება ამ საკითხს, ასევე ჩვენ ამაზე უკვე მსჯელობა გვაქვს და კომუნიკაცია ადამიანის უფელბათა ევროპულ სასამართლოსთან, რადგან ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც ანდროსი, ისე სხვა სინდისის პატიმრების", - ამბობს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.