ირაკლი კობახიძე არის იდიოტი - ონისე ცხადაძე
ირაკლი კობახიძე არის იდიოტი - ასე გამოეხმაურა სინდიდის პატიმარი ონისე ცხადაძე "ოცნების" პრემიერის გუშინდელ განცხადებას. დაკავებულმა იუმორისტმა სასამართლო დარბაზიდან უთხრა კობახიძეს, რომ სამართალი არ იცის.
ირაკლი კობახიძე არის იდიოტი! იურისტი, რომელმაც სამართლი არ იცის. 1000 კაციდან 30 კაცი დავიჭირეთო, ამას ამბობს პრემიერი. მაშინ საქმე უნდა დადგეს თავდაყირა, ეს ბრალდება არის მოგონილი", - განაცხადა ონისე ცხადაძემ.
ონისე ცხადაძემ ასევე მიმართა საქმის პროკურორსაც:
ონისე ცხადაძე: ბატონ ვახტანგთან მექნება კითხვა, ჩვენ პრევენციის გამო ვართ დაჭერილი?!
პროკურორი: პოლიტიკოსების განცხადებებზე კომენტარებს არ ვაკეთებთ.
ონისე: არა, მითხარით, თქვენც ხომ არ მიიჩნევთ, რომ პრევენციის მიზნით ვართ დაკავებულები? ჩემ გარშემო კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, ევროპას რომ ნდომოდა მიგვიღებდნენო. სულ მაინტერესებდა, რომელი ვიდეოთი დავორგანიზდი მე. იმედი მქონდა, რომ ეს ერთხელაც ეს ვიდეო ტელევიზორიში გავიდოდა. ვნახავდი, რა მოხდა სინამდვილეში და აღმოჩნდა, რომ ვიდეოს ხმა არ აქვს! ვინმეს თუ ჰგონია, ევროპაში ასე მიგვიღებენ. სასამართლო აქამდეც არ უნდა მოსულიყო. ვიდეოს ხმა არ ჰქონდა.მაგ დროს, მოსამართლე უნდა დაეჩალიჩოს და პროკურორებს საქმიანობა უნდა აეკრძალოთ საერთოდ. 2012 წლამდეც გვეძახდნენ რუსებსო, ერთი ამბავი აქვთ ატეხილი ქოცებს. ომი დაიწყო საქართველომო, მანამდეც ამბობდნენ, 10 თვის ბავშვის სიცოცხლე გაიმეტეთ, რომ კიდევ რამე დაგებრალებინათ, ვინც გაუშვით ხელისუფლებიდან, იმათთვის. ერთი რუსი აგენტი არ გამოუვლენიათ. კობახიძემ გავრილოვი ჩამოიყვანა, პოზნერი, აზერბაიჯანში წავიდა და ბოლოს განვითარებული მოვლენები კიდევ. ბიძინა ივანიშვილი არის დაბადებიდან რუსი!", - განაცხადა ონისე ცხადაძემ.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.