მოწმეების ჩვენებით დადასტურდა, რომ შსს-მ აქციების დარბევისთვის საბრძოლო დანაყოფები მოხსნა საოკუპაციო ხაზის საგუშაგოებიდან - შოთა თუთბერიძე

24.07.25 17:56
მოწმეების ჩვენებით დადასტურდა, რომ შსს-მ აქციების დარბევისთვის საბრძოლო დანაყოფები მოხსნა საოკუპაციო ხაზის საგუშაგოებიდან - შოთა თუთბერიძე

 

 

მოწმეების ჩვენებით დადასტურდა, რომ შსს-მ აქციების დარბევისთვის საბრძოლო დანაყოფები მოხსნა საოკუპაციო ხაზის საგუშაგოებიდან - ამის შესახებ სინდისის პატიმრების ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ "პირველებთან" განაცხადა. 

უფლებადამცველის თქმით, ეს ადამიანები გაწვრთნილნი არიან საბრძოლო მოქმედებებში და არა მართლწესრიგის აღდგენაში ან აქციის დაშლაში.

შოთა თუთბერიძე პირდაპირ ამბობს, რომ ეს  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირდაპირი დარღვევაა. 

მოწმეების ჩვენების შედეგად დადასტურდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციების დაშლისთვის და დარბევისთის გამოიყენა არა ამ სფეროში სპეციალიზირებული დანაყოფები, არამედ საბრძოლო დანაყოფები, როგროც მოწმემ თავად განაცხადა,  ისინი მოხსნეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებიდან, საგუშაგოებიდან. ესენი არიან ადამიანები, ვინც გაწვრთნილნი არიან საბრძოლო მოქმედებებში და არა მართლწესრიგის აღდგენაში ან აქციის დაშლაში. ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირდაპირ დარღვევა და  ამაზე არაერთი გადაწყვეტილება არსებობს", - აცხადებს შოთა თითბერიძე.

ცოტა ხნსი წინ დასრულდა საქალაქო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის სასამართლო პროცესი. დღეს სხდომაზე ორი სპეცრაზმელი დაიკითხა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები გურამ კვირიკაშვილი და  ილია ქავთარაძე.

ილია ქავთარაძემ დღეს სასამართლოზე თქვა, რომ 2 დეკემბერს აქციაზე პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე იყო, მოხვდა ქვა, მიიღო ნახეთქი ჭრილობა და დასჭირდა ნაკერების დადება, ვერ თქვა, ვის მიერ ნასროლი ქვა მოხვდა, ვერცერთ სინდისის პატიმარს ხელი ვერ დაადო, თუმცა განაცხადა, რომ პრეტენზია მაინც ყველა დაკავებულთან აქვს. ის ასევე დაკითხულია პარალელურად მიმდინარე - 8 პირის საქმეზეც.

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.