გიორგი ახობაძის პროცესი - რა ხდება სასამართლოს ეზოში
გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში პროევროპული აქციებისას დაკავებული ექიმის მეგობრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ.
სასამართლოს მანდატურებმა დარბაზში ხალხის მხოლოდ მცირე რაოდენობა შეუშვეს.
დღევანდელ პროცესზე გიორგი ახობაძემ საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. მის საქმეზე განაჩენი 28 ივლისს, 10:00 საათზე გამოცხადდება.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.